X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარება

2 დეკემბერი 2016

​საქართველოს ცალკეულ  რეგიონში არსებული რეალობა არის ქვეყნის ეკონომიკური,  პოლიტიკური თუ სოციალური სიძლიერის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. სწორედ ამიტომ, სწორი ანალიზი და პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვან  საკითხს წარმოადგენს.
საქართველოს რეგიონები  მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას,  მათ არ აქვთ  განვითარების თანაბარი შესაძლებლობები.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა ცალკეული რეგიონის  განვითარების პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენება და რესურსების  გადანაწილება. 

        საქართველოს რეგიონებში  არსებული  უთანასწორობის მიზეზები

საქართველოს მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული რეგიონებში. მათი უმრავლესობა ცხოვრობს მუნიციპალურ ცენტრებში და  ისეთ ტერიტორიებზე, სადაც  ეკონომიკური აქტიურობის დონე შედარებით მაღალია.  რეგიონების განვითარების დონეებს შორის უთანაბრობას ასევე განაპირობებს მათი ბუნებრივ-გეოგრაფიული თავისებურებები, სამრეწველო, ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების განსხვავებული დონე.

     საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები

საქართველოს ხელისუფლება ატარებს ტერიტორიული განვითარების  დაბალანსებისკენ მიმართულ  პოლიტიკას.

რადგან თვითმმართველ ერთეულებს განსხვავებული შემოსავლები გააჩნიათ,  სახელმწიფო გამოთანაბრებითი ტრანსფერით ავსებს ადგილობრივ ბიუჯეტებს, რაც ნაწილობრივ უზრუნველყოფს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ცხოვრების დონის ერთმანეთთან გათანაბრებას.

საქართველოს მთავრობა თვითმმართველი ერთეულების ინტერესების გათვალისწინებით ახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამას და უზრუნველყოფს პროექტების (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების) დაფინანსებას, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების  (maT Soris-კრედიტების, გრანტების) მეშვეობით.  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის მიერ   „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაფინანსებული და  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას.

2013 - 2015 წლებში განხორციელებული პროექტები

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით  2013-2015 წლებში  განხორციელდა:

 

- მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის 778 პროექტი  ჯამური ღირებულებით 316,0 მლნ. ლარი

- წყალმომარაგების სისტემის 431 პროექტი, ჯამური ღირებულებით 66,5 მლნ. ლარი

- საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის  169 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 28,5 მლნ. ლარი

- მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის  49 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 15,2 მლნ. ლარი

- სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციის  58 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 15,0 მლნ. ლარი

-ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციის  71 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 14,0 მლნ. ლარი

- 83  ნაპირდაცვითი  პროექტი,  ჯამური ღირებულებით 13,2 მლნ. ლარი

 -კულტურის ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის  39 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 13,0 მლნ. ლარი

- სპორტული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის 34 პროექტი, ჯამური ღირებულებით 11,8 მლნ. ლარი

- წყალარინების ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის  28 პროექტი,  ჯამური ღირებულებით 10,3 მლნ. ლარი

- 168  სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი,  ჯამური ღირებულებით 38,4 მლნ. ლარი

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2015 წლებში  სულ  დაფინანსდა და  განხორციელდა 541,9 მლნ ლარის ღირებულების 1908  მუნიციპალური პროექტი.

 

პროექტები განხორციელდა და დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც (ყოველწლიურად 50 მლნ. ლარი). პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

სოფლის მხარდაჭერის პროექტები

2013 წელი

გზები-14,5 მლნ.ლარი

წყალმომარაგება-8,7 მლნ.ლარი

სარიტუალო სახლები-5,5 მლნ.ლარი

საბავშვო ბაღები-3,6 მლნ.ლარი

2014 წელი

გზები-13.7 მლნ. ლარი

წყალმომარაგება-9.5 მლნ. ლარი

სარიტუალო სახლები-5,2 მლნ.ლარი

გარე განათება-4.6 მლნ. ლარი

 2015 წელი

გზები-13.3 მლნ. ლარი

წყალმომარაგება-8.1  მლნ. ლარი

გარე განათება-5.3 მლნ. ლარი

სარიტუალო სახლები-5,1 მლნ. ლარი

 

პროექტები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ასფალტის საფარი პირველად დაიგო

სამცხე -ჯავახეთის რეგიონში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროსა და სოფელ ხიზაბავრას მისასვლელ გზაზე 2013-2015 წლებში პირველად დაიგო ასფალტის საფარი.  პროექტის ღირებულება 1, 884, 992 ლარია.   

 

ბოლნისის მე-6  საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

2015 წელს    ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად ჩაუტარდა რეაბილიტაცია ბოლნისის მე-6  საბავშვო ბაღს. პროექტის ღირებულებამ  229,679 ლარი შეადგინა.

 

ასკანას მოსახლეობამ პირველად მიიღო   სასმელი წყალი მაგისტრალიდან

2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,   სოფელ ასკანაში აშენდა თანამედროვე სტანდარტების წყლის სისტემა, რომელიც ემსახურება   3000-ზე მეტ ბენეფიციარს.  ასევე, წყალსადენით სარგებლობს 3 საბავშვო ბაღი და სხვა ობიექტები. პროექტის ღირებულებამ 1 194 854 ლარი შეადგინა.  

 

დამწვარი კულტურის სახლის რეაბილიტაცია ქალაქ ახმეტაში

2013-2014 წლებში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ქალაქ ახმეტაში 1996 წელს  დამწვარ კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა,   რაზეც  1 350 000 ლარი დაიხარჯა.

 მდინარე  ძამას კალაპოტის გამაგრების სამუშაოები

 2013-2015 წლებში  შიდა ქართლის რეგიონში ქარელის მუნიციპალიტეტში  მდინარე ძამას კალაპოტის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. მდინარეზე  ჩატარდა 8 კმ. სიგრძის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო გაბიონები და მიწაყრილი. პროექტის ღირებულება  890 703  ლარია.